ავტორები:
ნინო ტალახაძე, ლევან მოსახლიშვილი, თეონა ბექიშვილი.
სახელმძღვანელო ,,მოქალაქეობა" ერთობლივად მომზადდა გამომცემლობა სიდისა და სულაკაურის გამომცემლობის მიერ.
აღნიშნული გამომცემლობების თანამშრომლობა ნაყოფიერი იყო წინა გრიფირების შემთხვევაშიც. აღსანიშნავია ისიც, რომ წლების განმავლობაში შესაბამისი საგნის მასწავლებლებთან გამომცემლობასა და ავტორებს (რომლებიც ამავე დროს არიან საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ტრენერების ტრენერები) შორის დამყარდა სხვადასხვა სახის თანამშრომლობა. ეს მომავლშიც გაგრძელდება.
მადლობას ვუხდით მთელ სამუშაო ჯგუფს და, რა თქმა უნდა, იმ მასწავლებლებს, რომლებიც პრაქტიკული რჩევებით სიამოვნებით გვეხმარებოდნენ მთელი სამუშაო პროცესის მანძილზე.
იმედი გვაქვს, ამ საგნის სწავლებით უფრო ძლიერი და საღად მოაზროვნე თაობა გაიზრდება და ჩვენი წიგნიც თავის წვლილს შეიტანს უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების აშენებაში.