დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. არის აშშ განათლების დეპარტამენტისა და აშშ ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭოს (NCEE) საერთაშორისო სერთიფიცირებული ტრენერების ტრენერი, გაკვეთილის წერის პროგრამებისა (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური) და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მონაწილე (ბერი კოლეჯი, ალაბამას უნივერსიტეტი - აშშ).
15 სასკოლო სახელმძღვანელოსა და 3 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი. თანაავტორი სტანდარტისა საგანში „ეკონომიკა“ (2007წ) და „მეწარმეობის საფუძვლები“ (2014წ). მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და საგრანტო პროექტში. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 7 ეროვნული სასკოლო ოლიმპიადა „ერთად ვაშენოთ ქვეყანა!“ (აშშ განათლების დეპარტამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით) და იგივე სახელწოდების I სტუდენტური ოლიმპიადა. მისი მონაწილეობით ჩატარდა მრავალი ტრეინინგი ეკონომიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის ქვეყნის მასშტაბით.