ავტორები

თეონა ბექიშვილი

 დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1994 წლიდან იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში, ჟურნალ „არილში“, „ლიტერატურულ საქართველოში.“ 1996 წელს გამოსცა პოეტური კრებული, რომლისთვისაც მიენიჭა პრემია - წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის.
2002 წელს მიენიჭა წინანდლის პრემია,
2011-13 წლებში თანამშრომლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იყო თანაავტორი თბილისის ბაგა-ბაღების სახელძღვანელოსი,
2016 წელს გამოსცა კრებული „დუმილი ვერ დაგიცავს“ ქალთა ზეპირი ისტორიები, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით მომზადდა.
2017 წელს მასწავლებლის სახლმა გამოსცა ლიტერატურის სახელმძღვანელო პედაგოგთათვის ნინო ლომიძის, ნესტან რატიანისა და თეონა ბექიშვილის ავტორობით.
2017 მიენიჭა ევროკავშირის პრემია საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისათვის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვისათვის.
თანამშრომლობს ჟურნალ „მასწავლებელთან „ და არის თბილისის, ივ, ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-პედაგოგიკის ფაკულტეტის პედაგოგი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნონეშვილის გამზ №5/9/169 

ტელეფონი: 599 160 868 

ელ-ფოსტა:
info@ceed.ge
ceedgeorgia@yahoo.com


წერილის მიწერა

სოციალური ქსელები