ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის წევრი, საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის- „სიდი“ (აშშ-ს ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭოს პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში) ექსპერტი.
.იგი 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის 4 მონოგრაფიის, 8 სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და საგრანტო პროექტში (ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, უკრაინა და სხვა). მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა I სტუდენტური ოლიმპიადა „ერთად ვაშენოთ ქვეყანა“.
არის მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის საერთაშორისო-საგამომცემლო საბჭოს წევრი, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებისა და გამოცემების რედკოლეგიის წევრი.
2002 წელს მიენიჭა წინანდლის პრემია,
2011-13 წლებში თანამშრომლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იყო თანაავტორი თბილისის ბაგა-ბაღების სახელძღვანელოსი,
2016 წელს გამოსცა კრებული „დუმილი ვერ დაგიცავს“ ქალთა ზეპირი ისტორიები, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით მომზადდა.
2017 წელს მასწავლებლის სახლმა გამოსცა ლიტერატურის სახელმძღვანელო პედაგოგთათვის ნინო ლომიძის, ნესტან რატიანისა და თეონა ბექიშვილის ავტორობით.
2017 მიენიჭა ევროკავშირის პრემია საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისათვის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვისათვის.
თანამშრომლობს ჟურნალ „მასწავლებელთან „ და არის თბილისის, ივ, ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-პედაგოგიკის ფაკულტეტის პედაგოგი.